მთავარი » ჯანდაცვა » 1 წლის ბარბარეს მთავრობის და საზოგადოების ძალისხმევით თურქეთში უმკურნალებენ
მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით , პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა.

1 წლის ბარბარეს მთავრობის და საზოგადოების ძალისხმევით თურქეთში უმკურნალებენ

1 წლის ბარბარეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება, -ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ბარბარეს შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ღვიძლის მწვავე უკმარისობა აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო  აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით , პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …