მთავარი » ჯანდაცვა » ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის მთავრობა დაფინანსებას ზრდის
ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 მილიონით მეტია

ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის მთავრობა დაფინანსებას ზრდის

ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 7 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 მილიონით მეტია.

ბოლო დროს, ნარკომანია აქტუალური პრობლემა გახდა საქართველოში. იზრდება წამალდამოკიდებული ადამიანთა რიცხვი. მსოფლიოში 11, 3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს, რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა.

საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 180 ათასი ნარკომანია, მაშინ, როცა 2003 წელს 150 ათასი იყო. საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში 1 ადგილზეა (17 მომხმარებელი 1000-ზე). მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წამალდამოკიდებულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება “მაღალი ხარისხის” ნარკოტიკი მოიხმაროს. ანალოგიური პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია.

2003 წლიდან მოქმედებს კანონი, ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების, პრეკუსორებისა და ნარკოლგიური დახმარების შესახებ” და ნარკომანიით დაავადებულთა სამედიცინო მომსახურების დახმარების თვალსაზრისით განსაზღვრავს შემდეგს: ნარკომანიით დაავადებული არის ავადმყოფი, და უნდა სარგებლობდეს საქართველოს კანონმდებლობით პაციენტისათვის განსაზღვრული ყველა უფლებით.

ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებულ პირთა ანონიმურობის დაცვა, და ეს კანონმდებლობითაცაა გათვალისწინებული. როგორც ნარკოლოგიურ ცენტრებში ამბობენ მათ არა აქვთ უფლება გაამხილონ პაციენთის ვინაობა.

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს რომ: ”სახელმწიფომ საკუთარ ხარჯზე უნდა აწარმოოს ნარკომანიით დაავადებულთა გამოკვლევა, ექსპერტიზა, დიაგნოსტიკა, დისპანსერიზაცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოცულობით.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …