ჩინეთი21-24 ნოემბერს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მე-9 გლობალურ კონფერენციას შანხაიში მასპინძლობს.
კონფერენცია მიმდინარეობს ეგიდით: „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა: ჯანმრთელობა ყველასათვის და ყველაფერი ჯანმრთელობისათვის“.
“Promoting health in the Sustainable Development Goals: Health for all and all for health” კონფერენციის მიზანია აღნიშნოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. კონფერენციის ძირითადი თემებია:
- კარგი მმართველობა,
- ჯანსაღი ქალაქები,
- ჯანმრთელობის საკითხების შესახებ განათლება
- ჯანსაღი ჩინეთი
კონფერენციაზე მიიღებენ „შანხაის დეკლარაციას“, რომელიც განსაზღვრავს მიმართულებებს შემდგომი 15 წლის განმავლობაში. კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები; ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროების უმაღლესი წარმომადგენლები, ქალაქის მერები, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ექსპერტები; ქვეყნების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძული ხელმძღვანელობს.