ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, მარიან ივანუშას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ სფეროებზე, ექსპერტულ მხარდაჭერასა და მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომელი რუსუდან კლიმიაშვილი ესწრებოდნენ.
Jandacvis Saministro