ლეიკემია ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ყველაზე მწვავედ ბავშვთა ასაკში ვითარდება.

ლეიკემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე „რუბრიკას“ მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის პედიატრიული ჰემატოლოგიის პროფესორი, პედიატირული ჰემატოლოგიის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სემა ანაკი ესაუბრება:

რა არის ლეიკემია?

ლეიკემია  სისხლის ავთვისებიანი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინში ნორმალური სისხლის უჯრედების (ლეიკოციტების) ნაცვლად ანომალური უჯრედები (სისხლის თეთრი უჯრედები) წარმოიქმნება. ანომალური უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან, სისხლში ხვდებიან და მთელ სხეულში  მოგზაურობენ. ანომალურ უჯრედებს არ შესწევთ უნარი ნორმალური ლეიკოციტების ფუნქცია  შეასრულონ. ისინი ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო სწრაფად  იზრდებიან და დროთა განმავლობაში ავიწროებენ ნორმალურ უჯრედებს. ეს კი სხვადასხვა  სიმპტომის განვითარებას იწვევს.

არსებობს ლეიკემიის ოთხი ტიპი, რომელთაგან ორი მწვავეა  (უეცრად აღმოცენებული) და ორი ქრონიკული (ნელა მიმდინარე და პროგრესირებადი).
ქრონიკული ლეიკემია იშვიათად გვხვდება  20 წელზე ქვევით ასაკში, მწვავე ფორმა კი აღინიშნება როგორც მოზრდილებში,  ისე  ბავშვებში.
ბავშვთა ასაკში ლეიკემია უმეტესად სწრაფად პროგრესირებადია. ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL), რომელიც, ძირითადად, 2-7 წლის ასაკში გვხვდება. ზოგჯერ გვხვდება მწვავე მიელოიდური ლეიკემიაც (AML), რომელიც უფრო ხშირად ვითარდება 10 წლის ასაკის შემდეგ.

გამომწვევი მიზეზები

ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არისა, მაგრამ სავარაუდო მიზეზებად განიხილება:
ინფექციურ გამომწვევებზე რეაქცია;
რადიაციული გამოსხივება;
ქიმიური ნივთიერებებისა და ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება;
ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი წამალი;
ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში ქრომოსომების დარღვევა;
დაუნის სინდრომი;
მემკვიდრული ფაქტორები;
ზოგიერთი ვირუსი (რომელიც აღმოჩენილია შინაურ და გარეულ ცხოველებში)

სიმპტომები

ლეიკემიის სიმპტომებია:
მაღალი ტემპერატურა;
დაღლილობის შეგრძნება;
სიფერმკრთალე;
ძვლების და სახსრების ტკივილი;
ლიმფური კვანძების გადიდება;
სისხლდენისკენ მიდრეკილება (კანიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან და ა.შ.);
ღვიძლის და ელენთის გადიდება. ამ  სიმპტომებმა, გარდა  ლეიკემიისა,  შეიძლება სხვა მიზეზების გამოც იჩინოს თავი. მაგრამ  თუ თქვენი შვილს აღენიშნა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანი, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

დიაგნოსტიკა

ლეიკემიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, თავდაპირველად უნდა მოხდეს ანამნეზის გულდასმით შეგროვება და პაციენტის გულდასმით გასინჯვა. გარდა ამისა კეთდება: სისხლის საერთო ანალიზი; პერიფერიული სისხლის ნაცხი; ბაზალური ბიოქიმიური ტესტი. ამ ანალიზების ჩატარების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევებით, შესაძლოა განისაზღვროს დაავადება, თუმცა საბოლოო დიაგნოზი ძვლის ტვინის ბიოფსიით ისმება. გარდა ამისა, ძვლის ტვინის ბიოფსია გახლავთ იმუნოლოგიური, მოლეკულური, გენეტიკური დაავადებების  დიაგნოსტირების ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დაავადების ტიპი, ქვეჯგუფები და რისკები განისაზღვრება.

მკურნალობა

ლეიკემიის მკურნალობის მთავარი მეთოდია ქიმიოთერაპია, რომელსაც ზოგჯერ რადიოთერაპიაც ემატება.

მკურნალობის ძირითადი პრობლემა არის ავადმყოფობის სირთულე და რეციდივის საფრთხე. ამიტომ ქიმიოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ პაციენტს უტარდება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რითიც სრულდება კიდეც მკურნალობა.

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია გულისხმობს დაზიანებული უჯრედების მოცილებას და ახალი, ჯანმრთელი ქსოვილით ჩანაცვლებას.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხდება ალოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურით, რაც ნიშნავს, შეთავსებადი ნათესაური ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ან შეთავსებადი არანათესაური დონორის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გამოყენებას, იმ შემთხვევაში, როდესაც დონორი და რეციპიენტი HLA-ს სკალით 35%-ით ემთხვევიან ერთმანეთს.

მკურნალობის შემდგომი ღონისძიებები

ქიმიოთერაპიით მკურნალობის პერიოდში, პაციენტის იმუნური სისტემა ქვეითდება და სხვადასხვა ინფექციების მიმართ გზა გახსნილი ხდება. აქედან გამომდინარე, პაციენტი:

  • უნდა მოერიდოს ხალხმრავალ გარემოს;
  • გააკონტროლოს საკვები რაციონი (იგი არ უნდა შეიცავდეს მიკრობებს, უმჯობესია იყოს კარგად მოხარშული და ა.შ.);
  • ტემპერატურის აწევის შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს (შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს ტრანსფუზია, სისხლის გადასხმა);

მიუხედავად იმისა, პაციენტს მანამდე ჰქონდა თუ არა ჩატარებული აცრები, მკურნალობის დასრულების შემდეგ (6 თვიდან 2 წლის განმავლობაში) უნდა მოხდეს პაციენტის იმუნიზაცია; 

გარდა ამისა, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML-ის) მსგავსი რთული დაავადებების მკურნალობის და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტს 3-6 თვის განმავლობაში, პროფილაქტიკის მიზნით, ინფექციებისგან დამცავი და საწინააღმდეგო პრეპერატები უნდა მიეწოდოს.

პრევენცია

სამწუხაროდ, ლეიკემიის პრევენციის 100%-იანი მეთოდები არ არსებობს, მაგრამ ზოგადად ყველა სახის სიმსივნური დაავადებების პრენეციად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ჯანსაღი კვება; 
  • რაიაციული და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოსან თავის არიდება; 
  • თანდაყოლილი და მემკვიდრული დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში  მკურნალობის პრიორიტეტები

ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL), რომელიც, ძირითადად, 2-7 წლის ასაკში გვხვდება. ზოგჯერ გვხვდება მწვავე მიელოიდური ლეიკემიაც (AML), რომელიც უფრო ხშირად ვითარდება 10 წლის ასაკის შემდეგ.

მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ლიმფობლასტური ლეიკემიისგან (ALL) განკურნება 80-90%-ში, ხოლო მწვავე მიელოიდური ლეიკემიისგან (AML) განკურნება – 60-70%-ში მიიღწევა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში ლეიკემიის მკურნალობა პროფესიონალი ექიმების მიერ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში და რაც მთავარია – სტერილურ და ინფეციებისაგან დაცულ გარემოში ტარდება, რაც  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალი სტანდარტებისა და წარმატებული მკურნალობის გარანტიას იძლევა.

rubrica.ge