მთავარი » მსოფლიო » ”როსპოტრებნადზორი”: რუსეთში ზიკას ვირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა
„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ ანა პოპოვას განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთში ზიკას ვირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

”როსპოტრებნადზორი”: რუსეთში ზიკას ვირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა

„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ ანა პოპოვას განცხადებით, სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთში ზიკას ვირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ქვეყანაში არ არსებობს. დადგენილია, რომ რუსეთში ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია.

ზიკას ვირუსის დაავადებისგან გამოწვეული სიმპტომები შესაძლოა ცხელებას, კონიუნქტივიტს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სისუსტესა და თავის ტკივილს შეიცავდეს. ზიკას ვირუსის საშიშია ორსული ქალებისთვის, რადგან ის ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს.გასულ წელს ბრაზილიაში, ათასობით ბავშვი თავის ტვინის პატარა ზომით დაიბადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზიკას ვირუსი ამ ზაფხულს შესაძლოა ევროპაში გავრცელდეს. ბრაზილიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ზიკას ეპიდემიის საფრთხის ქვეშ დაახლოებით 2.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …