მთავარი » ჯანდაცვა » 2013 წელს ადამიანებს დაუბრუნდათ მათი კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობაზე
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი გარღვევა, რაც მოხდა ამ მიმართლებით, იყო სწორედ ეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება.

2013 წელს ადამიანებს დაუბრუნდათ მათი კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობაზე

ჯანდაცვის მხრივ ალბათ აღსანიშნავია, პირველ რიგში, ფუნდამენტური ცვლილება, რაც განხორციელდა 2013 წელს.

მე არ მოვყვები იმ კონკრეტულ პროექტებს. ფუნდამენტური ცვლილება გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს, დაუბრუნდათ ის, რაც მათ დიდ ხანი ეკუთვნოდათ,  მათი კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა ის, რომ სახელმწიფომ მოწყალება გაიღო და სახელმწიფომ შეძლო რაღაცის გაკეთება.  – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემა “არჩევანში”.

“ეს იყო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რამაც თავის მხრივ მოგვცა ახალი შესაძლებლობები, თუნდაც ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, ეს ისე ვერ განხორციელდებოდა, თუ ქვეყნისთვის არ იქნებოდა პრიორიტეტი და თუ ქვეყანა არ აჩვენებდა კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

ზოგადად, პირველი თვეების განმავლობაში, ამ პროექტმა მოახერხა, რომ გააორმაგა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გაუჩნდა მიწვდომადობა სამედიცინო დახმარებაზე. პირდაპირი მნიშვნელობით გაორმაგდა, რადგან იქამდე, 2013 წლამდე, სანამ დაიწყებოდა საყოველთაო ჯანდაცვა, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ნახევარს შეეძლო ამით სარგებლობა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ჯანდაცვაში, ასევე კლინიკურ მედიცინაში არსებობს ფუნდამენტური ცნებები, რომელსაც არავინ უნდა გადუხვიოს. არის ასეთი გამონათქვამი, რომელიც ზოგიერთს შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს:

ჯანდაცვა არის არა ვინმეს პრივილეგია, ან მდიდრის ან ღარიბის, არამედეს არის ნებისმიერი ადამიანის უფლება.

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი გარღვევა, რაც მოხდა ამ მიმართლებით, იყო სწორედ ეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება.” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …