მთავარი » მსოფლიო » ებრაელმა მეცნიერებმა თაგვებში ძუძუს კიბოს გავრცელება შეაჩერეს
ყოველ წელს მსოფლიოს მაშტაბით რვიდან ერთ ქალს ესმევა მკერდის კიბოს დიაგნოზი, და ეს არის მეორე მთავარი მიზეზი ქალებში სიკვდილიანობისა, მიუხედავად პროგრამების ადრეული გამოვლინებისა. დაახლოებით 80% მეტასტაზური კიბოთი დაავადებული ქალებისა , კვდება ამ ავადმყოფობით დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში.

ებრაელმა მეცნიერებმა თაგვებში ძუძუს კიბოს გავრცელება შეაჩერეს

ძუძუს კიბოს მკურნალობაში სენსაციური მიღწევაა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკრო RNA- მიზანმიმართული მიწოდება პირველად სიმსივნეებთან, რომელიც ბლოკავს კიბოს მეტასტაზირებას მკერდის მიღმა

ებრაელი და ამერიკელი მკვლევარების თანახმად, ლაბორატორიის საცდელ თაგვებში ძუძუს პირველადი სიმსიმვნის მკურნალობა, როგორც გენეტიკური თერაპიით, ასევე ქიმიოთერაპიით, არის ძალიან ეფექტიანი კიბოს მეტასტაზების,  კიბოს უჯრედების სასიცოცხლო ორგანოებთან მომაკვდინებელი გავრცელების პრევენციისათვის.

ამ დიდი აღმოჩენის შედეგები 19 სექტემბერს ინტრნეტ გამოცემა „Nature Communications” –ში ნაომი შომრონის თელავივის უნივერსიტეტის საკლერ მედიცინის სკოლის (Tel Aviv University’s Sackler School of Medicine), და მისი სტუდენტების ავიტალ გილამის და დაფნა ვეისგლასის, ნატალი არტცის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის(the Massachusetts Institute of Technology), და მისი სტუდენტების ჯოა ოკონდე და ტელჰა შომერში არსებული საკლერ და ხაიმშებას მედიცინის ცენტრის ონკო-გენეტიკის (Sackler and Chaim Sheba Medical Center at Tel Hashomer) პროფესორის ეითან ფრიდმანის მიერ გამოქვეყნდა

„ჩვენი მისია იყო და გვებლოკა კიბოსუჯრედებისუნარი (შესაძლებლობა) შეიცვალონფორმადამოძრაობა.“ –  ხსნის შომრონი.

„კიბოს უჯრედები იცვლიან თავიანთ ციტოსკელეტურ სტრუქტურას იმისათვის, რომ შეავიწროვონ სხვა უჯრედები, შეაღწიონ სისხლძარღვებში და განაგრძონ მოძრაობა სხვა ორგანოებისკენ:  ფილტვები, ტვინი ან სხვა სასიცოცხლო ორგანოები. ჩვენ ავირჩიეთ მიკროერენემები როგორც ბუნებრივად არსებული თერაპია, რადგან ისინი არიან გენის ექსპრესიის მთავარი რეგულატორები.“

მკვლევარებმა თავიანთი მიღწევა დააფუძვნეს სამ “D”-ზე  (database, drugs and delivery)- მონაცემთა ბაზა, წამლები და მიწოდება.  ჯგუფმა დაიწყო ბიოი ნფორმატიკის მონაცემთა ბაზის შესწავლა იმისათვის, რომ გამოეკვლიათ მუტაციის გავრცელება სიმსივნეში და ზუსტად მოეხდინათ მიზნის იდენტიფიცირება.

შემდგომ მათ შეისყიდეს ბუნებრივად არსებული RNA-ზე დაფუძვნებული წამალი უჯრედების მოძრაობის გაკონტროლების მიზნით და შექმნეს უსაფრთხო, ოქროს ნანო-ნაწილაკებზე დაფუძნებული მექანიზმი სიმსიმნურ ადგილზე ორიმიკრო RNA-ს მისაწოდებლად.

„ჩვენ დავაკვირდით იმ მუტაციებს და პოლიმორფოზებს, რომლებსაც სხვა მკვლევარებმა იგნორირება გაუკეთეს,“ განაცხადა შომრონმა.

„მუტაციები გენის კუდის ბოლოს სამ ძირითად არატრანსლირებად უბანში (UTR), ყოველთვის ყურადღების გარეშე რჩებოდა, რადგანაც ისინი არ მდებარეობენ გენის კოდირებული უბნის შიგნით. ჩვენ დავაკვირდით სამ UTR მხარეს რომლებიც თამაშობენ მარეგულირებელ როლს და შევამჩნიეთ, რომ იქ მუტაციები ჩართულნი იყვნენ მეტასტაზებში.“

ორი კვირის შემდეგ „პაციენტ“ თაგვებში მკერდის კიბოს დაწყების შემდეგ, მკვლევარებმა შეიყვანეს სიმსივნე მიკროRNA-ს ჰიდრო გელით. ორი დღის მკურნალობის შემდეგ, მკერდის პირველადი სიმსივნეები მოიკვეთა.

სამი კვირის შემდეგ, თაგვები გამოიკვლიეს კომპიუტერული ტომოგრაფიით, ფლუორესცენტრული მარკირებით, ბიოფსიით და პათოლოგიით. მკვლევარებმა, იმ თაგვებში, რომლებსაც მკურნალობდნენ მიკრო RNA-ს საშუალებით, პრაკტიკულად ვერ აღმოაჩინეს მეტასტაზის უბნები.

საწინააღმდეგოდ, იმ საკონტროლო ჯგუფში, რომელსაც შეუყვანეს შემთხვევით შერჩეული RNA, მიიღეს მეტასტაზების უბნების სასიკვდილო გამრავლება.

„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ შევაჩერეთ მკერდის კიბოს მეტასტაზები თაგვებში და რომ ეს შედეგები შეიძლება მისადაგებულ იქნეს ადამიანებთანაც.“ – განაცხადა შომრონმა.

„არის ძლიერი კორელაცია გენის ეფექტისა თაგვის უჯრედებში და გენის ეფექტისა ადამიანის უჯრედებში. ჩვენი შედეგები არის ძალიან დამაიმედებლი, რადგან ისინი განმეორდა მრავალჯერ TAU-ს და MIT – ს დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ.

ყოველ წელს მსოფლიოს მაშტაბით რვიდან ერთ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ და ეს არის ერთ-ერთი მაღალი რისკი ქალების სიკვდილიანობის.  დაახლოებით 80% ძუძუს  მეტასტაზური კიბოთი დაავადებული ქალებისა, კვდება ამ ავადმყოფობით, დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში.

სიტუაცია არის ძალიან მძიმე“- ამბობს შომრონი.

„მკერდის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი რჩება მაღალი და შედარებით უცვლელი, მიუხედავად დიდი წინსვლისა მედიცინასა და ტექნოლოგიაში. ჩვენ გვსურდა გვეპოვა გზა,  მეტასტაზების საერთოდ შეჩერებისთვის. ეს არის ნათელი წერტილი, სადაც გადარჩენის რისკების დონე საგრძნობლად ვარდება.“

მკვლევარები განაგრძობენ სხვადასხვა მიკრო გარემოში მოკრო RNA-ს სიმსივნეზე ზემოქმედების შესწავლას.

შომრონს ავსტრალიაში მიენიჭა ბიოტექნოლოგის ბაკალავრის ხარისხი; იერუსალიმში ჰებრიუს უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი გენის თერაპიაში; PhD თელავივის უნივერსიტეტში გენეტიკაში, სადაც იგი რეგულარულად მუშაუობდა RNA სისტემაზე. იგი იყო პოსტ- დოკტორანტი აფირილებული MIT-ზე კემბრიჯში, მასაჩუსეტში. ის ხელმძღვანელობს გენომურ ლაბორატორიას თელავივის მედიცინის სკოლის უნივერსიტეტში და არის კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესს ჟურნალის Genetic Research-is მთავარი რედაქტორი.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …