მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ნინო ბერძულმა შეხვედრა გამართა ელექტრონული ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით
ნინო ბერძულმა ბალტიისპირა ქვეყნებიდან კერძო ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნინო ბერძულმა შეხვედრა გამართა ელექტრონული ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით

შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნინო ბერძულმა ბალტიისპირა ქვეყნებიდან კერძო ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის ელექტრონული სისტემები და ამჟამად მიმდინარე პროგრამები, ასევე იმსჯელეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბალტიისპირა ქვეყნებშია დანერგილი.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია გააცნო ჯანდაცვის ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. თავის მხრივ ლიტვის წარმომადგენლებმა ელექტრონული ჯანდაცვის კუთხით, ინოვაციური პროექტი წარადგინეს და შემდგომში ერთობლივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოხატეს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …