კლინიკა “გულის” დამფუძნებელი ანზორ მელია სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების კლინიკებში ჩაწყობით გადაყვანის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ულიცენზიოდ მომუშავე კლინიკაში გაცილებით მეტი პაციენტი მიჰყავს სასწრაფო დახმარებას, ვიდრე სხვა ლიცენზირებულ კლინიკებში.
ასეთი ფაქტი თავად ჯანდაცვის სამინისტრომაც აღიარა და მოხდა ამ კლინიკის დაჯარიმება, თუმცა იგივე გრძელდება დღეს.
ამის შესახებ განცხადება ანზორ მელიამ გადაცემა ბიზნეს-კურიერში გააკეთა და ხელისუფლებას რეაგირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
„შეიძლება ერთ საავადმყოფოში, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ, დღეში 80 პაციენტი მიჰყავდეთ და ძველ კლინიკებს, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, ავადმყოფები არ მიყავდეთ. მითუმეტეს, რომ ეს საავადმყოფოები გვერდიგვერდ არის და ფასებიც გაცილებით უფრო დაბალია, რადგან ჩვენ კერძო სადაზღვეოსთან რაც ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს, ზუსტად იმას გვიხდის სახელმწიფოც“, – აცხადებს ანზორ მელია.