მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველოსთვის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა დიდი პროგრესია
საქართველოსთვის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა დიდი პროგრესია

საქართველოსთვის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა დიდი პროგრესია

ჟან-ელი მალკინი: “საქართველოსთვის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა დიდი პროგრესია“.დღეს, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა. რომლებმაც გუშინ, მთავრობის ინიციატივით  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში , ხელი მოაწერეს გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო  საკონსულტაციო ჯგუფთან Global Alliance for Health and Social Compact– თან.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟან-ელი მალკინმა ჟურნალისტებთა კომენტარი გააკეთა და განმარტა რას გულისხმობს კონკრეტული ხელშეკრულება და რა გამოწვევების წინა დგას ქართული ჯანდაცვის სისტემა.

„მე დოქტორი ჟან-ელი მალკინი ვარ, Global Alliance for Health and Social Compact-ის პრეზიდენტი. ეს საკონსულტაციო კომპანია ჯანდაცვის მინისტრთან იმუშავებს რათა წინ გაუძღვეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს. გუშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ჯანდაცვის მინისტრთან, რათა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, და გადავდგათ წინ ნაბიჯები საქართველოს ჯანდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად.

ეს იყო ჩვენი გუშინდელი შეხვედრის თემა ხელმოწერის დროს, და ესვეა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა პრემიერ-მინისტრთან.“- ასეთი განცხადება გააკეთა მალკინმა ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრთან

მინდა რამდენიმე რამ ავღნიშნო: პირველ რიგში, თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და რომ ამ დილას პრემიერ-მინისტრს შევხვდით, ასახავს საქართველოს ძლიერ სურვილს გააუმჯობესოს ჯანდაცვა მისი მოქალაქეებისთვის. საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც უნივერსალური ჯანდაცვის იმპლემენტირება მოახდინა.

მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, და რაც გაცილებით უფრო რელევანტურია ამ შეთანხმებისთვის და საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, არის ის რომ ჯანდაცვა დარჩება მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად საქართველოს პოლიტიკურ წესრიგში. და ამიტომ ჩვენ და ჩვენი ქართველო პარტნიორები მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ამ პროგრესს რათა საქართველო ევროპული ჯანდაცვის სტანდარტებს მივუახლოვოთ.

ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ზრუნვის უზრუნველყოფას, და ჯანდაცვის საერთო ფასის რაც შეიძლება ტრანსპარენტულად დაბლა დაწევას.

ამისთვის ალიანსში შეიქმნა საერთაშორისო ექსპერტების გუნდი, რომლებიც ამ დილას პრემიერ-მინისტრს გავაცანი, ხოლო გუშინ ჯანდაცვის მინისტრს. ეს ექსპერტები არიან 10 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან, სფეროებიდან და სისტემებიდან მოდიან. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის აგებენ სისტემების ხიდს, რათა თავიანთი ექსპერტიზა საქართველოს მოახმარონ ჯანდაცვის სხვადასხვა სექტორში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი და გუშინდელი დღეები უმნიშვნელოვანესი მომენტები იყო საქართველოსთვის, რადგან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის წინ წაწევას მოიაზრებს, მოიაზრებს ინოვაციური ნაბიჯების გადადგმას ამ სფეროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი მხარს გვიჭერენ, და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოსახლეობისთვის თვალნათელი და ხელშესახები შედეგები უკვე ძალიან მალე გამოჩნდება.“- განაცხადა მალკინმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …