მთავარი » ჯანდაცვა » ონკოლოგიასა და ორგანოთა გადანერგვაზე ბელარუსთან თანამშრომლობა გაფართოვდება
ორი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას იქნება ბელარუსული ფარმწარმოება, და მეორე - კლინიკური მიმართულება - ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,

ონკოლოგიასა და ორგანოთა გადანერგვაზე ბელარუსთან თანამშრომლობა გაფართოვდება

„ორი მთავარი მიმართულება, რა მხრივაც გავაფართოვებთ ბელარუსთან თანამშრომლობას, იქნება ფარმწარმოება და კლინიკური მიმართულება,“- ამის შესახებ განცხადება დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.

„მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას ეს იქნება ბელარუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ და მეორე – კლინიკური მიმართულება – ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,“- განმარტა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელარუსის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს,“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …