მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოს მედიკამენტების ხარჯვის წილით, ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია
საქართველოს მედიკამენტების ხარჯვის წილით, ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

საქართველოს მედიკამენტების ხარჯვის წილით, ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია

საქართველოს მედიკამენტების ხარჯვის წილით, ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ განუცხადა.

ვერულავა ასევე აცხადებს, რომ საქართველო ევროპის რეგიონში ბოლო ადგილზეა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვათა მაჩვენებლით.

„ჩვენი განსაკუთრებულობა ისეთ ნეგატიურ მაჩვენებელში ვლინდება, როგორიცაა მედიკამენტების ხარჯვის დიდი წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში (დაახლოებით 40-45 %), რაშიც მსოფლიოში პირველი ადგილი გვიკავია.

ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვათა მაჩვენებლით ბოლო ადგილზე ვართ ევროპის რეგიონში (ერთ სულ მოსახლეზე 2.3-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებისათვის იგი 7.5-მდე აღწევს). სწორედ ამ მაჩვენებლებით იზომება ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება დაბალ დონეზეა”, – განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ თენგიზ ვერულავამ.

ghn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …