მთავარი » ჯანდაცვა » გლობალური დათბობის გამო, 2030 წლითვის, მსოფლიოს ყოველწლიური ზარალი 2 ტრილიონი დოლარი იქნება
გლობალური დათბობა გარდაუვალია და პიკს მიაღწევს 2050 წელს. ძირითადად რისკები ეზრდება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს.

გლობალური დათბობის გამო, 2030 წლითვის, მსოფლიოს ყოველწლიური ზარალი 2 ტრილიონი დოლარი იქნება

გაეროს გათვლებით, გლობალური დათბობის გამო, 2030 წლითვის, მსოფლიოს ყოველწლიური ზარალი 2 ტრილიონი დოლარი იქნება.

ორგანიზაცია ზარალის ძირითად მიზეზად გაუსაძლისი სიცხის გამო შრომისუნარიანობის დაქვეითებას ასახელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიცხის გამო სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული სამუშაოს შესრულება გართულდება.

შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო, 43 ქვეყანაში, ძირითადად აზიის ქვეყნებში, ეკონომიკები შემცირდება. ანგარიშის ავტორი აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობა გარდაუვალია და პიკს მიაღწევს 2050 წელს. ძირითადად რისკები ეზრდება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. ამასთან, ჩრდილოეთის ქვეყნები – რუსეთი, ნორვეგია, შვედეთი შესაძლოა ზამთრის პერიოდში ძლიერი ყინვების გამო, დაზარალდნენ.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …