საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება „ჰოსპიტალსერვისის“ ექიმებმა გაუწიეს.
სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, სამედიცინო კონსულტაციასთან ერთად ადგილობრივებს ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.