მთავარი » ჯანდაცვა » სომატური ბაღლინჯო და ზიკას ვირუსი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია, ტარანტული კი ადამიანისთვის სახიფათო არაა
ტარანტული ადამიანისთვის სახიფათო არაა. ე.წ. "სომატური ბარლინჯო" მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და არა საქართველოში“, - განაცხადა იმნაძემ.

სომატური ბაღლინჯო და ზიკას ვირუსი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია, ტარანტული კი ადამიანისთვის სახიფათო არაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ზიკას ვირუსი არ ემუქრება და ის მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.

როგორც “ექსპრესნიუსთან” საუბრისას იმნაძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ტარანტულებთან და ე.წ. “სომატურ ბაღლინჯოსთან” დაკავშირებით,  სიმართლეს არ შეესაბამება.

“სისულელეა! არავითარი კავშირი ზიკასა და კუს ტბას შორის არ არსებობს. ზოგადად, საქართველოში ზიკას ვირუსი ვერ იქნება დაფიქსირებული იმიტომ, რომ ზიკა არის სამხრეთ ამერიკაში. ვინც ბრაზილიაში აპირებს წასვლას, ის იყოს ფრთხილად. რაც შეეხება ტარანტულებს – მას საშინელი სახელი კი ქვია, მაგრამ არის ობობა.

ობობები ცხოვრობდნენ სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ და ალბათ, ადამიანი, რომ აღარ იქნება მერეც იცხოვრებენ. თუ ჩვენ არაფერს ვერჩით, ისინიც არაფერს გვერჩიან. ტარანტული ადამიანისთვის სახიფათო არაა. ე.წ. “სომატური ბარლინჯოც” მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და არა საქართველოში“, – განაცხადა იმნაძემ.

epn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …