ახალი კარდიოლოგიური კლინიკა ,,თბილისის გულის ცენტრი” დღეს გაიხსნა. ცერემონიას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
„ეს უკვე 45-ე კლინიკაა, რომელიც ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იხსნება. ეს არის ბიზნესისთვის მიმზიდველი, ის ასევე პირველ რიგში პაციენტის უსაფრთხოებისთვის, რადგან მიწვდომადობა პირველი და გადამწყვეტი ფაქტორია.“ განაცხადა დავით სერგეენკომ.
კლინიკა 31 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიულ, კარდიოლოგიურ, კარდიოინტენსიურ და ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებებს მოიცავს.
ცენტრის სერვისების შემადგენლობაში შედის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი. კლინიკაში ტარდება ისეთი ინტერვენციული პროცედურები, როგორიცაა კორნაროგრაფია, კორნარული სტენტირება და სხვა.
მკურნალობა მიმდინარეობს ნაციონალური და ევროპული გაიდლაინების შესაბამისად. კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
მომავალში „თბილისის გულის ცენტრში“ კარდიოქირურიული და ანგიოქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც გახდება შესაძლებელი.