ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს, დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეცვლის. სრულფასოვანი ძილისთვის აუცილებელია ბოლო კვება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, ფიზიკური აქტივობა დაძინებამდე 2 საათით ადრე.
ძილის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს ხმაური,ძილის წინ ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა,ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება,საძილე პრეპარატების თვითნებური მოხმარება.