მთავარი » მსოფლიო » Johnson & Johnson კვლავ დაჯარიმდა – კომპანია არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახს $70 მილიონს გადაუხდის
Johnson & Johnson-ს კიდევ ერთი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამჯერად საქმე ეხება კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის Risperdal-ის მიღების ფაქტს.

Johnson & Johnson კვლავ დაჯარიმდა – კომპანია არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახს $70 მილიონს გადაუხდის

Johnson & Johnson-ს კიდევ ერთი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამჯერად საქმე ეხება კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის Risperdal-ის მიღების ფაქტს.

ფილადელფიის სასამართლოს მოსამართლემ კომპანიას მცირეწლოვანი ბიჭის ოჯახისთვის 70 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა.

პრეპარატის მიღების წინ, კომპანიამ პაციენტი არ გააფრთხილა იმ რისკის შესახებ, რომ მას შესაძლოა ჰორმონალური დარღვევა გამოეწვია.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ კომპანიის ქმედება, დაემალა ინფორმაცია, შეგნებული იყო.

არასრულწლოვან ბიჭს გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლის გადიდება) 5 წლის ასაკში განუვითარდა.
წელს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც J&J ჯარიმდება. Reuters წერს, რომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში 12 000-მდე საჩივარია შესული.

Johnson&Johnson პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების გამო $55 მილიონის გადახდა მარტში დაევალა, მანამდე კი თებერვალში კომპანიას კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის გამო 72 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …