მთავარი » ჯანდაცვა » რიმა ბერაძის ინიციატივით, საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
რიმა ბერაძის განცხადებით, პედაგოგების სამედიცინო დახმარება სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება და გამოკვლევებს 22 სპეციალობის ექიმი ჩაატარებს.

რიმა ბერაძის ინიციატივით, საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელის ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, – აცნობეს მედიანიუსს საკრებულოს პრესსამსახურიდან.

აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, პედაგოგების სამედიცინო დახმარება სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება და გამოკვლევებს 22 სპეციალობის პროფესიონალი ექიმი ჩაატარებს.

,,ეს ადამიანები ჩვენს მომავალ თაობაზე თავდაუზოგავად ზრუნავენ, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მათთვის მადლიერების გამოხატვას ამ სახით შევეცადეთ “,- განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ აქცია მომავლშიც გაგრძელდება და მასში ბაგა-ბაღების პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

როგორც ქეთევან ბარათელმა აღნიშნა, ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“ უფასო გამოკვლევებს რეგიონებშიც განახორციელებს.

საკრებულოს წევრმა კლინიკისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

medianews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …