ზაფხულში პატარებიც ისევე წუხდებიან ძლიერი სიცხით, როგორც უფროსები. უფრო მეტადაც, რადგან მათ სხეულბსს თერმორეგულაციის უნარი ნაკლები აქვთ. ამიტომ ზედმეტი სიცხე პატარას უფრო ვნებს, ვიდრე ზრდასრულს.
ცივილიზებულ სამყაროს კი გასაგრილებლად კოდიციონერზე უკეთესი და ხელმისაწვდომი არაფერი მოუგონია. არადა როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, უფროსების უმრავლესობა უფრთხის მას. გავაჩეროთ თუ არა ბავშვო კონდიციონერიან ოთახში, მგზავრობისას ჩავრთოთ თუ არა მანქანში იგი და საერთოდ, რა უნდა იცოდნენ ბავშვიან ოჯახში კონდიციონერზე. რჩევებს ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროსკი გვთავაზობს:
- რაც მალე შეაჩვევეთ ბავშვებს ცივილიზებული სამყაროს მიღწევებს, მით უფრო მარტივად მოხდება მისი ადაპტაცია გარემოში. მიღწევებში კონდიციონერიც შედის. ადრე თუ გვიან, მასთნ შეხება მოუწევს. ამიტომ ნუ გადადეთ ამ პროცესს.
- ჩვენს ქვეყანაში ის, რისი გამოცდილებაც ბებიების თაობას არ აქვს, მავნედ და დამღუპველად აღიქმება. კონდიციონერიც “ამ დღეშია”.
- ადამიანის ორგანიზმს გარემოში ადაპტირების უნარი აქვს. თუ სამშობიაროდან გამოყვანილ ბავშვს მოატავსებთ ოთხში სადაც იდეალური ტემპერატურა და ტენიანობაა, არ არის ორპირი, იდეალური სისუფთავეა და მხოლოდ ამ გარემოში ამყოფებთ, ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს, თუმცა კარგად იქნება მხოლოდ ასეთ პირობებში.
- ნურასოდეს იფიქრებთ, რომ “ჯერ პატარაა და კონდიცირებული ჰაერი მისთვის ადრეა” – პირიქით, რაც ადრე გაიგებს მის გემოს, მით მალე შეეგუება მას.
- გცხელათ? ძალიან გცხელათ? ესე იგი ბავშვი იწვის სიცხისგან. მას ყოველთვის უფრო სცხელა, ვიდრე ზრდასრულს, რადგან თერმორეგულირების მექანიზმი არა აქვს ან ძალიან სუსტად “მუშაობს”. ამიტომ სიცხე მას მეტად ვნებს. დედ-მამას კონდიციონერი სჭირდება? ესე იგი, პატარასთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- პაპანექება სიცხეში მგზავრობთ მანქანით? ამ დროს ბავშვის სიცხით გატანჯვას, ჯობია კონდიციონერი ჩაურთოთ, თუმცა დაიმახსოვრეთ, კონდიციონერი იმისთვისაა, რომ არ დაგცხეთ. ანუ ისე არ უნდა აუწიოთ, რომ შეგცივდეთ და თბილად ჩაცმა მოგიწიოთ.
- თუ პაპანაქება სიცხიდან უცებ მოხვდით კონდიციონერიან შენობაში, მაგალითად, მაღაზიაში და საღამოს შენიშნეთ, რომ ბავშვი გაციებულია. არის თუ არა ეს კონციონერის ბრალი? მე ვიტყოდი, რომ მშობლის ბრალია, იმიტომ, რომ თავის დროზე არაფერი გააკეთა ბავშვის ორგანიზმის გასაკაჟებლად. ადამიანის სისხლძარღვებს ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირების უნარი აქვთ. თუ ბავშვს ეს უნარი დაქვეითებული აქვს, ესე იგი ის მხოლოდ სტანდარტულ გარემოსაა შეჩვეული, მშობელს არაფერი გაუგია ზაფხულში გრილ შხაპზე, არ აძლევს წუწაობის უფლებას, არ აძლევს იატაკზე ფეხშიშველი სირბილის უფლებას, აჭმევს მხოლოდ გამდნარ ნაყინს, ასმევს მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალს… ასეთმა მშობელმა ბაშვის გაცივება მხოლოდ კონდიციონერს და ორპირს არ უნდა დააბრალოს.
ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობას თავისი უსაფრთხოების წესები აქვს. არც კონდიციონერია გამონაკლისი. ყოველთვის დაიცავით ისინი.
- გამოიყენეთ კონდიციონერი დანიშნულებისამებრ, ანუ მაშინ, როცა ცხელა და არა მაშინ, როცა ბავშვი “წამოიზრდება”
- ყოველთვის იზრუნეთ, რომ სახლის თუ ოთახის კონდიციონერი ტექნიკურად გამართულად მუშაობდეს და ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდეს.
- აკონტროლეთ ჰაერის ნაკადი. მისი რეგულირების საშუალება ყველა კონდიციონერს აქვს. იყოს იმ ოთახში, სადაც ბავშვის საწოლია, ოღონდ ცივი ნაკადი პირდაპირ ბავშვის საწოლისკენ მიმართული არ უნდა იყოს.
- ჰაერი თანდათან გააგრილეთ. თუ ოთახში 30 გრადუსია და თქვენ კონდიციონერს 24-ზე დააყენებთ, იქედან 24 კი არა, 18-გრადუსიანი ნაკადი წამოვა. ამიტომ თავიდანვე მკვეთრად დაბალ ციფს ნუ მიუთითებთ. 2-3- გრადუსით შეამცირეთ და ასე თანდათან ჩამოიყვანეთ უფრო ქვემოთ ნახევარსაათიანი ინტერვალებით
- აკონტროლეთ ტენიანობა. მისი საზომი ხელსაწყოები ძალიან ბევრია, ასევე მრავლადაა დამატენიანებელი მოწყობილობებიც. თუ ვერ იყიდით, ოთახში წყლიანი ჭურჭელი დადგით. ტენიანობა 40%-ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. ოპტიმალურია 40%-70%.
- პერიოდულად საჭიროა, რომ კონდიციონერი გამორთოთ და სახლი სუფთა ჰაერით გაანიავოთ.