თბილისი (GBC) – “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG ) აფილირებულმა კომპანიამ Luraq Investments Limited-მა ინსულინის მწარმოებელი უკრაინული სააქციო საზოგადოება Indar-ის აქციების 29,29% შეიძინა.
კომპანიის ცნობით, წილის შეძენა პოლონური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bioton-ისგან მოხდა. გარიგების ღირებულება არ სახელდება.
Indar -ი უკრაინული საწარმოა, რომელიც ინსულინის წარმოების სრულ ციკლს ფლობს. კომპანიის სათაო ოფისი კიევში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ გარიგებაში იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფდა DLA Piper-ის ჯგუფის წევრი DLA Piper Ukraina.
შეგახსენებთ, კომპანია GIG ერთ‐ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში.
მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები) ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას.