მთავარი » მსოფლიო » Check it before it’s removed-ფეისბუქის მიერ დაბლოკილმა კამპანიამ ოქროს ლომი მოიპოვა
Check it before it’s removed კამპანია მიზნად ისახავდა მკერდის კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ქალებში ცნობადობის ამაღლებას ამ დაავადების შესახებ.

Check it before it’s removed-ფეისბუქის მიერ დაბლოკილმა კამპანიამ ოქროს ლომი მოიპოვა

კანის შემოქმედებით ცერემონიალზე, რომელიც 25 ივნისს დასრულდა, გამარჯვებული და ოქროს ლომის მფლობელი გახდა კამპანია, რომელიც ფეისბუქმა და ინსტაგრამმა დაბლოკა ქსელში არსებული წესდების და კანონების გამო.

Check it before it’s removed კამპანია მიზნად ისახავდა მკერდის კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ქალებში ცნობადობის ამაღლებას ამ დაავადების შესახებ. ამ უძლიერესი კამპანიის შედეგად კი , მკერდის კიბოს შესახებ 29 მილიონმა ადამიანმა შეიტყო და ცნობადობა თითქმის 28%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ შიშველი კონტენტი ფეისბუქსა და ინსტაგრამზე აკრძალულია, კამპანიამ მაინც გაარღვია სოციალური სივრცის საზღვრები და მოახერხა მთლიანი მედიის დაპყრობა.

კამპანია შემდეგნაირად იყო ჩაფიქრებული, მასში მონაწილეობა უნდა მიეღო სოციალური ქსელების მომხმარებლებს. ექსპერიმენტში 17-მა მამაცმა ქალმა მიიღო მონაწილეობა და სულ მალე უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა კამპანიასაც, შედეგად კი, ფეისბუქის ბაზამ არსებული კამპანიის წაშლა შეწყვიტა.


wom.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …