მთავარი » მსოფლიო » ბელორუსში სავალუტო კურსის ცვლილება მედიკამენტების ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ მოახდენს
ლუკაშენკომ ხელი მოაწერა დადგენილებას მედიკამენტებზე ფასის დაწევასთან დაკავშირებით,ეს შექმნის შესაძლებლობას ბელორუსიაში მედიკამენტების ფასი 2.1%-ით შემცირდეს

ბელორუსში სავალუტო კურსის ცვლილება მედიკამენტების ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ მოახდენს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა დადგენილებას  მედიკამენტებზე ფასის დაწევასთან დაკავშირებით.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, პრეზიდენტის #228 დადგენილებით ცვლილება შევიდა ძველ დადგენილებაში „მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობასა და სამედიცინო მოწყობილობებზე ფასის ფორმირების შესახებ“.

დადგენილება ითვალისწინებს ვალდებულებას საცალო და საბითუმო ვაჭრობისას  ფასნამატის ლიმიტის დაწესებაზე, როგორც მედიკამენტებზე, ასევე სამედიცინო აღჭურვილობასა და  სამედიცინო მოწყობილობებზე დოლარის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, განკარგულება ითვალისწინებს ლიმიტის დიფერენცირებულ შემცირებას საცალო და საბითუმო ვაჭრობისას წარმოქმნილ ფასნამატზე ადგილობრივი მწარმოებლების მიერ დადგენილი გასაყიდი ფასის შესაბამისად.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტავენ, ახალი რეგულაციით  ჩნდება შესაძლებლობა, მოსახლეობამ სამედიცინო ნაწარმი გასაყიდ ფასზე უფრო იაფად შეიძინოს.

ექსპერტების განმარტებით, ახალი დადგენილება შექმნის შესაძლებლობას მედიკამენტების ფასი 2.1%-ით შემცირდეს, რაც სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ნაწარმის  გაყიდვების ზრდას, რაც სააფთიაქო ქსელების მოგებაზე გასვლას  უზრუნველყოფს.

ბელორუსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ თავიდან იყოს აცილებული დოლარის კურსის ცვლილების შედეგად სააფთიაქო ქსელების შემოსავლის უსაფუძვლო ზრდა. გარდა ამისა, დადგენილება შეამცირებს  სახელმწიფო შესყიდვებისას  საბიუჯეტო დანახარჯებს.

gmpnews.ru

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …