მთავარი » მსოფლიო » რას გვიშვება ჰორმონები?
ჰორმონალური დისბალანსი უამრავი დაავადების მაპროვოცირებელია. WebMD იმ მინიშნებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაშიც მთავარ დამნაშავედ სწორე ჰორმონები მოიაზრებიან.

რას გვიშვება ჰორმონები?

ჰორმონალური დისბალანსი უამრავი დაავადების მაპროვოცირებელია. სამედიცინო ინტერნეტ პორტალი WebMD იმ მინიშნებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაშიც მთავარ დამნაშავედ სწორე ჰორმონები მოიაზრებიან.
  1. მეტეორიზმი, რასაც ხშირად თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. დისკომფორტის მთავარი მიზეზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის განწყობაზეც მოქმედებს, სწორედ ჰორმონებია.
  2. არარეგულარული ციკლი. ნორმაში მენსტრუალურ ციკლს შორის შუალედი 21-დან 35 დღემდეა. იმ შემთხვევაში თუ თვიური აგვიანებს, ან პირიქით ადრე მოდის შესაძლოა ორგანიზმში ქალური ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის ბალანსი არის დარღვეული.
  3. ძილის პრობლემები. უძილობა სწორედ ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება. სისხლში პროგესტერონის მაღალი დონე ღამით ფორიაქის, ფხიზელი ძილის, დღის განმავლობაში კი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საფუძველი ხდება.
  4. ქრონიკული აკნე – ესეც ჰორმონების დანაშაულზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში მამაკაცური ჰორმონების ანდროგენების სიჭარბე კანის გაცხიმიანებას უწყობს ხელს, რაც ქრონიკული აკნეს მიზეზი ხდება.
  5. მეხსიერების პრობლემა – ესტროგენ-პროგესტერონის ბალანსის დარღვევა ადამიანს ფაქტების დამახსოვრების პრობლემებს უქმნის. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ მიზეზით შეიძლება წარმოიშვას ეს ყურადღების გაფანტულობაა.

ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს შორის საპატიო ადგილს იკავებს შემდეგი ფაქტორები – წონაში მატება, აუხსნელი თავის ტკივილები, ლიბიდოს დაქვეითება, ვაგინალური სიმშრალე და მკერდის სტრუქტურის შეცვლა.

webmd.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …