პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, სამეანო და ნეონატალური ტრენინგი დასრულდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძულმა ტრენინგში მონაწილე ექიმებსა და ექთნებს სერტიფიკატები გადასცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში სამეანო და ნეონატალურ ტრენინგი დასრულდა. ამ ეტაპზე გადამზადება გაიარეს ქვემო ქართლის რეგიონის ექიმებმა. თეორიულ სწავლებასთან ერთად უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ექიმები სამეანო და ნეონატალური სიმულატორების გამოყენებით პრაქტიკულ მეცადინეობებში ჩაერთვნენ.
ერთი თვის განმავლობაში 3 ნეონატალური, 2 საექთნო და 5 სამეანო კურსი ჩატარდა და ქვემო ქართლის რეგიონიდან 49 მეანი, 34 ნეონატოლოგი და 89 საშუალო მედ პერსონალი გადამზადდა.
სამეანო და ნეონატალური ტრენინგი ჩატარდა Rotary International/ACTS international VTT პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოსავალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.