მთავარი » მსოფლიო » WHO – ყავა სიმსივნის გამომწვევი პროდუქტების სიიდან ამოღებულია
ყავა სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებების სიიდან ამოღებულია, თუმცა ზედმეტად ცხელი სასმლის ხშირმა მიღება შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი გახდეს.

WHO – ყავა სიმსივნის გამომწვევი პროდუქტების სიიდან ამოღებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით  ყავა სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებების სიიდან ამოღებულია,  თუმცა მკვლევარების მიიჩნევენ, რომ ზედმეტად ცხელი სასმლის ხშირმა მიღება შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი გახდეს.

სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის  ექსპერტების განცხადებით ყავის მიერ სიმსივნის გამოწვევის მტკიცებულებები არ არსებობს. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ კიბოს გამომწვევი შესაძლოა  ნებისმიერი ცხელი სასმელი გახდეს.

ეს განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს ეხება, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები სადაც ტრადიციულად ჩაის ან სხვა ადგილობრივ სასმელს ძალიან ცხელ მდგომარეობაში 65-70 გრადუსი ტემპერატურით იღებენ. ეს კი ხშირად საყლაპავი მილის სიმსივნის მიზეზიც ხდება, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ცხელი საკვები და სასმელი ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევია თეორიულად არ არსებობს.

lenta.ru

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …