საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე ხვალ მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ ჰოსპიტალს გახსნის.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული ჰოსპიტალი კომპანია “თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა” „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად ააშენა.
პროექტის ფარგლებში 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 400-მდე ადამიანი დასაქმდა.
ღონისძიება ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.