შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ქ-ნი ჟუჟანა იაკობი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გაყრელიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ დეტალურად ესაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა იმ ახალ გამოწვევბს, რომლებიც აქვს დღეს ჯანდაცვის სისტემას. მან ისაუბრა ამ მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე.
ქალბატონმა ჟუჟანამ დადებითად შეაფასა ყველა გახორციელებული რეფორმა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამები და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მიმართულებით ყველა გადადგმულ ნაბიჯს.შეხვედრა კითხვა-პასუხის რჟიმში გაგრძელდა.