ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სოფელ სანიორეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა გაუწიეს. ადგილობრივებს, აქციის ფარგლებში, უფასო ექოსკოპიურ-კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
გასინჯვების პარალელურად C ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა. მრავალპროფილური სამედიცინო პროფილაქტიკური აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.