მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო უნიკალური ვაქცინის შექმნაზე მნიშვნელოვნად პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს.
ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს სიმსივნის მკვლელი უჯრედები გამოიმუშაოს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ვაქცინა ხელმისაწვდომი და სწრაფი შედეგის მომტანი იქნება.
როგორც ინდეფენდენთი წერს, ექსპერიმენტი 3 ადამიანზე ჩატარდა, რომლებსაც აღნიშნული ვაქცინა მცირე დოზით მისცეს. სპეციალისტების თქმით, ვაქცინაციის შემდეგ, იმუნურმა სისტემამ მცირე რეაგირება გამოხატა, თუმცა სიმსივნის შეჩერება არ დაფიქსირებულა.
მსოფლიო მასშტაბით სიმსივნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ჰელენ რიპონის განმარტებით, იმუნურ სისტემას დიდი პოტენციალი გააჩნია.” ჩვენ ვიცით, რომ იმუნურ სისტემას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მანიპულაცია მოახდინოს და იბრძოლოს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. ამიტომაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით უკვე 15 წელია” – აღნიშნა რიპონმა.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ვაქცინაციის დახვეწამდე და შედეგიანობამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. თუმცა, მათი თქმით, ამ პრობლემასთან გამკლავების პროცესში, ვაქცინაციზე მუშაობა წინ გადადგმული ნაბიჯია.