მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია
7-10 სექტემბერს, ბათუმი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია

7-10 სექტემბერს, ბათუმი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ღონისძიება, მონაწილეთა დასწრების თვალსაზრისით საკმაოდ მასშტაბური და შესაბამისად მრავალფეროვანი იქნება. ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ევროპის აღნიშნული რეგიონიდან 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დელეგატები განიხილავენ და იმსჯელებენ სამედიცინო დარგში არსებულ რეალობაზე, მიღწევებზე, მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე მედიცინის შემდეგ მიმართულებებში – ქირურგია, ონკოლოგია, ნევროლოგია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია და საბაზისო მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულ დელეგატებზე გაიცემა უწყვეტი სამედიცინო განათლების 15 ECTC.

სექტემბერში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, ფორუმის საბჭოზე, პირველად იქნება საუბარი დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების შესახებ. 

კიდევ ერთი საინტერესო სეგმენტი კონფერენციაზე, იქნება დამატებითი, სამეცნიერო სექცია სტუდენტებისთვის, რომელთაც საშუალება ეძლევათ, კონფერენციის მუშაობაში საკუთარი მიღწევებით ჩაერთონ.

სტუდენტებს შეუძლიათ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე დელეგატებს საკუთარი სამეცნიერო ნაშრომი და კვლევები წარუდგინონ, ეს საუკეთესო საშუალებაა მათთვის, სამედიცინო-სამეცნიერო დარგში დაგროვილი გამოცდილება მოისმინონ მომავალი კოლეგებისგან და ასევე, თავად გაუზიარონ შეძენილი ცოდნა თანატოლებს.

gma.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …