ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრების წევრი, მხატვარი და მოქანდაკე დამიენ ჰერსტი საკუთარი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
თავის ქალის ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი თვლებით მორთვის ცნობილი ფაქტის შემდეგ, ახალგაზრდა მხატვარი ლონდონში ფარმა-რესტორანს ხსნის. რესტორნის დიზაინის ინსპირაცია მთლიანად ფარმაცევტიკას უკავშირდება, მარმარილოს იატაკს კი სამკურნალო აბები ამშვენებს.
თავად რესტორანში სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ჰერსტის შემოქმედების იმ ნაწილს, რომელიც მის სამედიცინო და ფარმა ინტერესებს ეხმიანება.
ფარმა-რესტორანი ლონდონში მდინარე ტემზის მახლობლად გაშენებულ დამიენ ჰერსტის Newport street gallery-ის კომპლექსში მდებარეობს.