მთავარი » მსოფლიო » ინოვაციური თეფში, რომელიც ყოველი ჭამისას სადილს 30 კალორიას მოაკლებს
თეფში დადებითად შეაფასეს ტაილანდის მომავლის ინოვაციების ინსტიტუტმა და ჯანდაცვის ორგანიზაციებმა,იგი ნამდვილად იოლი მიგნებაა ჯანმრთელი კვებისათვის.

ინოვაციური თეფში, რომელიც ყოველი ჭამისას სადილს 30 კალორიას მოაკლებს

„ტაილანდის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდმა“ და სააგენტო BBDO-მ ერთობლივად შეიმუშავეს ინოვაციური თეფშის დიზაინი, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სიმსუქნის პრობლემის მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი.

AbsorbPlate-ს 500 პატარა ღრმული გააჩნია, რომელთა მიზანიც ცხიმის შეგროვებაა. BBDO-ს განცხადებით, სავსე თეფშიდან ღრმულებს 30 კალორიის მოცილება შეუძლია.

ახალი თეფში დადებითად შეაფასეს ტაილანდის მომავლის ინოვაციების ინსტიტუტმა და ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანიზაციებმა. მათი განცხადებით, იგი ნამდვილად იოლი მიგნებაა ჯანმრთელი კვებისათვის.

1tv.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …