ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდური ფარმა ინდუსტრია 15 %-ით გაიზარდა. იფორმაციას Moneycontrol-ი ავრცელებს.
ექსპერტების პროგნოზით, მსგავსი ტრენდი მომდევნო 5 წლის მანძილზეც შენარჩუნდება. ინდური ფარმაცევტული ინდუსტრიის ზრდისა და სტაბილურობის მთავარი ფაქტორი ექსპორტის მაღალი წილია, რაც დაახლოებით 72%-ს უტოლდება.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2020 წლისთვის ინდური ფარმაცევტული ბაზრის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 40 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ინდური ფარმაცევტული ინდუსტრიის მთავარი გასაღების ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. აქ ყოველწლიურად ექსპორტირებული მედიკამენტების ღირებულება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან ინდური მედიკამენტების დიდი წილი მოდის განვითარებადი ქვეყნების მქონე ფინანასურ ბაზრებზე, მათ შორის რუსეთზე, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაზე.