მთავარი » მსოფლიო » 70 წლის ინდოელი ქალი პირველი შვილის დედა გახდა
70 წლის ინდოელი ქალი ქორწინების 46 წლის თავზე ვაჟის დედა გახდა.ქალმა დაფეხმძიმება ორწლიანი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კურსის ჩატარების შედეგად შეძლო.

70 წლის ინდოელი ქალი პირველი შვილის დედა გახდა

დალჯინდერ კაური 70 წლის ინდოელი ქალია. ქორწინების 46 წლის თავზე ის ვაჟის დედა გახდა.

ქალმა დაფეხმძიმება ორწლიანი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კურსის ჩატარების შედეგად შეძლო.

,, ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინა. ეხლა უკვე შემიძლია თამამად განვაცხადო რომ ცხოვრების მიზანს მივაღწიე. ბავშვს მხოლოდ ჩემი ძალებით ვუვლი, თითქოს თავიდან დავიბადე და ენერგიით ავივსე.“ – აცხადებს კაური სააგენტო ფრანს პრესთან ინტერვიუში.

დალჯინდერ კაურის მკურნალი ექიმის ანურაგ ბიშნოის თქმით, სამედიცინო პერსონალი სკეპტიკურად უყურებდა ქალის დაფეხმძიმების შანსებს, თუმცა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ დალჯინდერის ორგანიზმი მზად იყო ფეხმძიმობისთვის.

დილჯინდერი პირველი არ არის, ვინც ხანდაზმულ ასაკში დედა გახდა. მსგავსი შემთხვევა ინდოეთში 2008 წელსაც მოხდა, მაშინ  72 წლის დევი ლოჰანმა ინვიტრო განაყოფიერების შედეგად  ტყუპები გააჩინა.

dailysabah.com

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …