მთავარი » მსოფლიო » რობოტმა პირველი წარმატებული ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა
შედეგი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ცოცხალი ქირურგის შემთხვევაში, მაგრამ რობოტმა ოპერციაზე ხუთჯერ მეტი დრო დახარჯა, ვიდრე ადამიანმა.

რობოტმა პირველი წარმატებული ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა

პირველად ისტორიაში ამერიკულმა ავტომატურმა რობოტმა  ადამიანის ორგანიზმის რბილ ქსოვილზე ოპერაცია ჩაატარა.

ნაწლავის ანასტომოზი, ანუ წვრილი ნაწლავის ელემენტების შეერთება – ეს ქირურგი რობოტის პირველი ოპერაციაა.  ქირურგ რობოტებს არაჩვეულებრივად გამოსდით ქირურგიული ჭრა, ისინი აგებენ ნემსს ძაფზე, აკეთებენ ყულფს. მათი ერთადერთი პრობლემა სისხლძარღვებისა და სხვა ელემენტების გარჩევაში გამოიხატება.

თუმცა კომპანია STAR-მა ეს პრობლემა ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში ფლუორესცენციის და პლენოპტიკური ვიზუალიზაციის ხარჯზე მოაგვარა. ის სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნის, რაც რამდენიმე ვიდეოკამერიდან მიღებული სიგნალით ხდება. მოძრაობებზე მაქსიმალური კონტროლისთვის STAR-ი იყენებს სპეციალურ მანიპულატორს რვა სხვადასხვა რეჟიმში.

ადამიანის კონტროლის ქვეშ STAR-მა ნაწლავების ანასტომოზი გააკეთა. შედეგი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ცოცხალი ქირურგის შემთხვევაში, მაგრამ რობოტმა ოპერციაზე ხუთჯერ მეტი დრო დახარჯა, ვიდრე ადამიანმა.

health.unian.net

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …