თუ თქვენ ხშირად გტკივათ თავი და გაწუხებთ დაღლილობის შეგრძნება ორგანიზმი თავის ტვინის სისხლძღარღვების გაწმენდას ითხოვს.
ეს უმნიშნელოვანესი პროცედურა ნატურალური მეთოდების გამოყენებით ტვინს საკვები დანამატებით უზრუნველყოფს. Jandacva.ge გთავაზობთ თავის ტვინის გაწმენდის 5 ძალიან ეფექტურ მეთოდს.
- თაფლი და კაკალი – ხუთი კაკალის ლებანი დაფქვით და კარგად შეურიეთ 1 ს/კ ცაცხვის თაფლს, დაუმატეთ თითო მწიკვი დარიჩინი და კოჭა, ისევ აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი დღე ღამის განმავლობაში. ეს სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- ხახვი და თაფლი – 1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის არა მარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტსაც.
- ნატურალური წვენები – მიიღეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ ასევე მონაცვლეობით მიირთვათ ვაშლისა და სტაფილოს წვენები. მაღაზიაში ყიდვას გირჩევთ თავად გამოწუროთ, ამ შემთხვევაში 100% იქნებით დარწმუნებული, რომ ნამდვილად ნატურალურ პროდუქტს იღებთ. ამასთან, მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი, რომ ახლადგამოწურული წვენი ვიტამინებსა და სამკურნალო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის მანძილზე ინარჩუნებს.
- ოროვანდის ნაყენი – თერმოსში ჩაყარეთ 10 გრ. ოროვანდის ხმელი ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8-10 საათი, გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 ს/კ სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს.
- სასარგებლო პროდუქტები – ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიირთვათ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი, 15 – 20 წუთის მერე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი 1 ჩ/კ თაფლთან და ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად. 10 – 15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ საუზმე დააყოლოთ.