“ავერსის“ ცნობით, „ავერსის“ კლინიკის ისნის ფილიალი 2011 წლის ოქტომბრის თვიდან ფუნქციონირებს, თუმცა პაციენტების მზარდმა რაოდენობამ კლინიკის გაფართოება განაპირობა.
„ავერსის“ კლინიკის ისნის ფილიალი აღჭურვილია მსოფლიო დონის ევროპული, ამერიკული და იაპონური სამედიცინო აპარატურით და ასევე დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით.
ავერსის კლინიკის ისნის ფილიალში ხორციელდება ყოველგვარი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევა. ექოსკოპიური, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიისა და მასაჟის კაბინეტები.
„ავერსის“ კლინიკები წარმატებით ფუნქციონირებს მარნეულში, რუსთავში, გორში. დიდი წარმატებით გამოირჩევა „ავერსის“ ცენტრალური კლინიკა თბილისში. „ავერსის კლინიკას“ უკვე 12 ფილიალი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ავერსის“ კლინიკის ისნის ფილიალის გახსნას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და ოფიციალური სტუმრები.
კლინიკის მისამართია ნავთლუღის ქუჩა 11/13.