ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ისრაელიდან, რამბას საუნივერსიტეტო კლინიკიდან მოწვეული პროფესორები ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
უფასო კონსულტაციების მიღება ლეიკემიის, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის და სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს შეეძლებათ. უფასო კონსულტაციები დღეს დაიწყო და 7 მაისამდე გაგრძელდება.