ამერიკაში სუიციდის ფაქტებმა ბოლო 30 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგინა. ინფორმაციას შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს.
ირკვევა, რომ ქვეყანაში 1999 წლის შემდეგ თვითმკვლელობების რიცხვი 24%-ით გაიზრდა. ამასთან სუიციდი განიხილება მოზარდებისა და ახალგაზრდების სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად. 10-დან 14 წლამდე გოგონებში კი თვითმკვლელობების რიცხვი სამჯერ არის გაზრდილი.
სუიციდის მიზეზები, როგორც წესი ამოუხსნელი რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება. ორაგანიზაციის პროგნოზით ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის გამორმაგდება და მოსალოდნელია, რომ ყოველ 20 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს სიკვდილით დაასრულებს.