ასპირინის მიღება სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს და გადარჩენის შანსს 20%-ით ზრდის.
დასკვნას კარდიფის მედიცინის სკოლა 5 წლიანი კოლორექტალური, მკერდის და პროსტატის კიბოს განვითარებაზე დაკვირვების შედეგად აქვეყნებს. ირკვევა, რომ ასპირინის რეგულარული მიღება ანელებს ანომალიურ უჯრედებში დნმ-ის მუტაციების დაგროვების პროცესს.
სხვადასხვა ეტაპზე ბიოფსიის შედეგების შესწავლამ აჩვენა, რომ ასპირინის მიღებისას მუტაციის სიჩქარე ნელდება – ის 10-ჯერ უფრო ნელა მიმდინარეობს. კიბოს უჯრედებში მუტაცია გროვდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ უჯრედში. თანდათან მუტაცია იმ სტადიამდე მიდის, როცა სიმსივნის ზრდა უკონტროლო ხდება, კიბოს უჯრედები კი – რეზისტენტული (მდგრადი) წამლის მიმართ.
ასპირინი, რომელიც ანელებს ანთებით პროცესებს, ანელებს დნმ-ის მუტაციებსაც და, მაშასადამე, არ აძლევს კიბოს უჯრედებს უმართავ სტადიამდე განვითარების საშუალებას.