მთავარი » მსოფლიო » წელს ტემპერატურა ბოლო 137 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს
სინოპტიკოსი მაქსიმილიანო ჰერრერა იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს გამოყოფს, სადაც 2016 წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

წელს ტემპერატურა ბოლო 137 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს

წლის დასაწყისიდან დღემდე დედამიწაზე ტემპერატურული მატების მაჩვენებელმა ბოლო 137 წლის რეკორდი მოხსნა.

ამერიკის ნაციონალური ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) ცნობით, მარტი 1880 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვე იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის მიხედვით რეკორდი უკვე ზედიზედ მეთერთმეტე თვეა, მყარდება.

სინოპტიკოსი მაქსიმილიანო ჰერრერა იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს გამოყოფს, სადაც 2016 წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ყველაზე ცხელი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  • ბოტსვანა
  • ბურკინა ფასო
  • კამბოჯა
  • ლაოსი
  • ტონგა
  • ვანუატუ
  • ვალისი და ფუტუნა

მაქსიმილიანო ჰერერას პროგნოზით წელს ყველაზე დაბალი ტემპერატურა ჰონგ-კონგშია მოსალოდნელი.

weather.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …