მთავარი » მსოფლიო » როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად? – ოქროს წესები სელებრითებისგან
ჯანსაღი კვება, რომ ჯანმრთელობისა და სილამაზის აუცილებელი პირობაა,არავინ დაობს. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად?სელებრითები ჯანსაღი კვების ოქროს წესებს ასახლებენ.

როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად? – ოქროს წესები სელებრითებისგან

ჯანსაღი კვება, რომ ჯანმრთელობისა და სილამაზის აუცილებელი პირობაა, არავინ დაობს. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად? სელებრითები ჯანსაღი კვების ოქროს წესებს ასახლებენ.

მსახიობი შეილინ ვუდლი ამბობს, რომ ბოსტნეულს პირდაპირ ფერმერებისგან ყიდულობს. ვუდლის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია პრპოდუქტის სიჯანსაღეში დარწმუნებული იყოს. ჰიპერმარკეტებისგან განსხვავებით ადგილობრივი ფერმერმა კი ზუსტად იცის როგორ და რა პირობებში დათესა ბოსტნეული და როგორ მოუარა მას.

მომღერალი მირანდა ლამბერტი უპრაიტესობას ე.წ მწვანე წვენებს ანიჭებს. – მე ვიცი, რომ ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა, თუმცა მირჩევნია მისი წვენის სახით მიღება მირჩევნია. მე სიამოვნებით ვსვამ ბროკოლის წვენს ან მივირთმევ მას ყველთან ერთად – ამბობს ის.

ამერიკელი მსახიობი კელი ქუოქო ამბობს, რომ კვების განმავლობაში აუცილებელია შეისვენო. – მე ვცდილობ შევჭამო ნახევარი ულუფა. შემდეგ გავიარ-გამოვიარო და დავაყოლო წყალი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამის შემდეგ ჭამის გაგრძელების სურვილი დამკარგვია.

ჰაიდი კლუმის ოქროს წესი კი ასეთია – როცა  საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევ, დარწმუნდი ღირს თუ არა რეზულტატი ამად? – უიკენდებზე გავთამაბდი, ტრუფელების სეზონზე, პიცა ტრუფელით და პასტა ტრუფელით მივირთვი და სულაც არ ვნანობ. მთავარია ეს ტრადიციად არ იქცეს.  – ამბობს ჰაიდი კლუმი.

ლილი ევანგელინა უპირატესობას ორგანულ საკვებს ანიჭებს -წლების განმავლობაშ დეპრესია მტანჯავდა. ვერანაირმა სამედიცინო და ფსიქოლოგიურმა ჩარევამ ვერ მიშველა, ჯანსაღი ორგანული საკვების გარდა – ამბობს მსახიობი.

დაივიწყეთ მკაცრი დიეტები – ეს შაკირას ოქროს წესია. მომღერალი თვლის, რომ ზომიერად ყველაფრის ჭამა შეიძლება, კვების რაციონში განსაკუთრებული ადგილი კი ხილს და ბოსტნეულს უნდა დაეთმოს.

მომღერალი ფინქი კი მიიჩნევს, რომ კვება ადამიანის ცხოვრების სტილს უნდა მიესადაგოს.

womenshealthmag.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …