მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
საქართველოს

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან ელი მალკინმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის ამოცანაა, ჯანდაცვის ხარისხი, ფასწარმოქმნა, ხელმისაწვდომობა ახალი ინოვაციური, ჯერ არგამოყენებული მეთოდებით განახორციელონ. მათი გამოყენების ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი იქნება ევროპული სამედიცინო სტანდარტების 100%-ით დაცვის პირობებში ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება.

“ჯანდაცვის სისტემა ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა და მოითხოვს პერიოდულ განახლებას, მოდერნიზაციას ძირითად მიდგომებზე. გამონაკლისი არც ჩვენი სისტემაა. საყოველთაო ჯანდაცაზე გადასვლით ჩვენ, მოვახერხეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასეთივე ეფექტურობა უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის ხარისხსა და ფასწარმოქმნაზე, რომ პროექტი მეტად წარმატებული იყოს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ მოსახლეობისთვის ჯანდაცვის შენარჩუნება მთავარი ფასეულობაა და ეს არის საყრდენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი დონის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში. ჩვენ ვიმუშავებთ ქართველ ექსპერტებთან ერთად, რათა ჯანდაცვის რეფორმა წარმატებული გავხადოთ და საქართველოს მოსახლეობას მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტების ჯანმრთელობის დაცვაზე ხელმისაწვდომობა გავუმარტივოთ. ეს იქნება გამჭვირვალე და ღია პროცესი.

ყველა ერთად შევიმუშავებთ მოდელს, რომელიც სიახლე იქნება მსოფლიოსთვის და დაყრდნობილი იქნება ჩვენი ექსპერტების გამოცდილებაზე. საქართველოს მოსახლეობა თავისთავზე იგრძნობს ხელმისაწვდომი და ხარისხიან ჯანდაცვას და ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი. ყველა ერთად შევიმუშავებთ მოდელს, რომლის გამოცდილებაც გვაქვს სხვა ქვეყნებში და იქნება ევროპული სტანდარტების”,- განაცხადა ჟან ელი მაკლინმა.

ჯგუფში შედიან, ჯანდაცვის ექსპერტები, ის ადამიანები, რომლებსაც გლობალური ჯანდაცვის პროექტების შექმნისა და რეალიზაციის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

დადებული ხელშეკრულების თანახმად, ალიანსი იმუშავებს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე. ასევე კონცენტრირებული იქნება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორებიც არის:

სტანდარტებისა და ნორმების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლების შექმნა; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამდეროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით;

ქვეყანაში ამჟამად მოქმედი “ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის” გარდაქმნა სახელმწიფო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემად, რომელიც დაფუძნებული იქნება მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებზე; ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზება, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და რომელშიც სამედიცინო მომსახურების ოპტიმალური სპექტრის მიღება იქნება შესაძლებელი;

მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის სფეროში ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები და შაქრის დიაბეტი).

ინტერპრესნიუსი

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …