მთავარი » მსოფლიო » WHO – მსოფლიოში 5-დან 1 ბავშვი დიფტერიაზე, ტეტანუსსა და ყივანახველაზე არ აცრილა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით მსოფლიოში 5-დან 1 ბავშვი დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი.

WHO – მსოფლიოში 5-დან 1 ბავშვი დიფტერიაზე, ტეტანუსსა და ყივანახველაზე არ აცრილა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით მსოფლიოში 5-დან 1 ბავშვი დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინით არ სარგებლობს.

მთლიანობაში ამ  კატეგორიის ბავშვების რაოდენობა 18,7 მილიონს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  იმუნიზაცია წლის განმავლობაში 2-დან 3 მილიონამდე ბავშვს სიკვდილისგან იცავს.

იმ შემთახვევაში კი, თუ ვაქცინაციას შვილისთვის ყველა მშობელი აუცილებელ პირობად ჩათვლის,   კიდევ მილიონ ნახევარი ბავშვი სიკვდილისგან დაცული იქნება. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით იმ ბავშვების 60% რომელთაც გეგმიური აცრებით არ უტარდებათ, შემდეგი ქვეყნებიდან არიან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ინდოეთი,  ინდონეზია, ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, უგანდა და სამხრეთ აფრიკა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს კვლევა იმუნიზაციის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშრებით გამოაქვეყნა, რომელიც 24-30 აპრილს გაიმართება.

aa.com.tr

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …