მთავარი » მსოფლიო » 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ძილის წინ
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ძილის წინ კვება მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს და იდეალურ წონასთან კიდევ უფრო გვაახლოებს, სტაბილურდება სისხლში შაქრის დონეც.

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ძილის წინ

ძილის წინ ჭამა ასუქებს – ეს თითქმის ყველასთვის კარგად  ნაცნობი ფრაზა, რომელსაც აღიარებაც შესაბამისი აქვს, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს და უბრალოდ მითების კატეგორიაში გადავიდეს.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ძილის წინ კვება მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს და იდეალურ წონასთან კიდევ უფრო გვაახლოებს. ამასთან სტაბილურდება სისხლში შაქრის დონეც. 

კვლევის მიხედვით არსებობს 5 ძირითადი მიზეზი, რაც თქვენს გადაწყვეტილებას არ დაწვეთ ცარიელი კუჭით, აბსოლუტურად გაამართლებს.

  1. ძილის წინ მსუბუქი წახემსება წონაში დაკლების საუკეთესო გზაა. ის სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. მშიერ კუჭზე დაძინებით კი სისხლში შაქრის შემცველობა უჩვეულო სისწრაფით იკლებს, რაც ადამიანის ნორმალური ძილისვის ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენს. უძილობა კი წონაში მატების ერთერთი მთავარი მიზეზია.
  2. ,,კმაყოფილი მუცელი“ გამოძინებისთვის აუცილებელი პირობაა. მთავარია სწორად განსაზღვროთ, რას მიირთმევთ ძილის წინ და თავი აარიდოთ ზედმეტი ცილებით ორგანიზმის დატვირთვას.
  3. ძილის დროს, ჩვენს ორგანიზმს არ ძინავს. – დიახ, მანამ სანამ ჩვენ ძლით ვტკბებით ჩვენი ორგანიზმი აქტიურ რეჟიმშია. შესაბამისად ძილის წინ წახემსებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ორგანიზმს აქტიურად შეასრულოს მეტაბოლიზმის ფუნქცია, რაც პირდაპირ კავშირშია კალორიების წვასთან.
  4. სავსე კუჭი ნიშნავს შაქრის სტაბილურ დონეს სისხლში, უკეთეს ძილს და ჯანმრთელობას.
  5. ძილის წინ წახემსება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დიახ, საკვები დაგეხმარებათ დღის პოზიტიურ ნოტაზე დასრულებაში. გამოძინება კი შემდეგი დღის პროდუქტიულად წარმართვის გარანტია.

healthysimplelife.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …