შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტი ნოვარტისი 2016 წლის პირველი კვარტლის გაყიდვების შედეგებს აქვეყებს.
ირკვევა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფარმაცვტული კომპანიის გაყიდვები 13%-ით შემცირდა. პროდუქციის რეალიზაციის კლებას ნოვარტისის მენეჯემენტი სავალუტო რყევებს, კომპანიის რესტრუქტურიზაციისა და ახალი პრეპარატების ჩაშვებაზე გაწეულ ხარჯებს უკავშირებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯოზებ ხიმენესის თქმით, გაყიდვების შემცირება უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.