შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ კუშნერმა და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტმა, ჟან-ელი მალკინმა ბრიფინგი გამართეს.
მათ „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ერთი წელი შეაფასეს. ასევე, განიხილეს მიღწეული შედეგები და ყურადღება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებაზე გაამახვილეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ კუშნერმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორული ურთიერთობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის პირველი ფაზის დასასრულთან დაკავშირებით მომზადებულ თოთხმეტპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა.
„გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტმა, ჟან-ელი მალკინმა კი დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების პროცესში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს როლი გამოჰყო. „ეს უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორობა, რადგან სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს ცვლილებები“-აღნიშნა მან.
“გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია. ვიზიტის მიზანს, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტების შეფასება და ერთწლიანი მუშაობის შედეგების გაცნობა წარმოადგენს.