ბრიტანელი ექიმები კანის კიბოს უმწვავეს ფორმას- მელანომას იმუნოთერპიით ამარცხებენ. კვლევის მიხედბით დაავადებული ადამიანების მეხუთედს იმუნოთერაპიის შედეგად სიმსივნის ნიშნები გაუქრათ.
პირველადი მონაცემების მიხედვით, მკურნალობის დაწყებიდან ორი წლის თავზე იმ 142 ადამიანიდან, რომლებიც მედიკამენტებს ipilimumab–სა და nivolumab–ს იღებდნენ, 69 პროცენტმა განკურნება შეძლო.
ექიმი ჯეიმს ლარკინი, რომელიც პირადად იყო ჩართული კვლევაში აცხადებს, რომ შედეგები იმედისმომცემია. პაციენტები, რომლებმაც ipilimumab–სა და nivolumab–ის კომბინირებული თერაპიის კურსი გაიარეს, აბობენ, რომ მათ სიმსივნის კერები კანიდან საკმაოდ სწრაფად გაუქრათ. ეს კი სწორედ ამ ორი მედიკამენტის დამსახურებაა, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას კვლავ აპირებენ და იმედისმომცემი შედეგების მოლოდინში არიან.
მელანომა კანის კიბოს ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული ფორმაა. ამ დაავადებით ყოვეწლიურად ბრიტანეთში 2 ათასზე მეტი ადამიანი კვდება.